უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 სექტემბერი, 2017 16:50
font-size

ველოდებით, რომ ლარის კურსი უნდა იყოს სტაბილური და ზემოთ არ უნდა წავიდეს - დავით კაკაურიძე

ფინანსთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ ლარის კურსი უნდა დასტაბილურდეს და "ზემოთ არ უნდა წავიდეს".

შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

”რაც შეეხება ლარის კურსს, ყველანაირი მაკროეკონომიკური ფაქტორი, რაც კურსზე გავლენას ახდენს, ეს არის როგორც საგარეო ვაჭრობა, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, ასევე ტურისტების შემოსვლა და სხვა ფაქტორები, რაც ვალუტის შემოდინებებსა და გადინებებს გამოიწევევს, დადებითად მოქმედებს კურსზე. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რა მონაცემებიც გვაქვს, კურსის მერყეობას ნამდვილად არ ველოდებით. რაც შეეხება მიზეზებს უკვე მომხდარ რყევებზე, სამწუხაროდ, გარკვეული ტენდენცია ჩამოყალიბდა და ყველას აქვს მოლოდინი, რომ ტურისტული სეზონის დასრულების შემდგომ კურსი უნდა გაუფასურდეს. კურსზე ზეწოლა გარკვეულწილად ამანაც გამოიწვია, რადგან ტურისტული სეზონის ძირითადი დასრულების შემდგომ, სავარაუდოდ, მოსახლეობა შეეცადა, რომ მათ მიერ დაზოგილი თანხები გადაეყვანა დოლარში.

თუ ჩვენ შევადარებთ კურსის მაჩვენებლებს სხვა ფულად ერთეულებთან, ვნახავთ, რომ მთელი წლის განმავლობაში სტაბილურად ერთ დონეზე ვიყავით და აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში 5%-იანი გაუფასურება გვაქვს, რაც მიანიშნებს, რომ ეს არის ამოვარდნილი სურათი და თუ იგივე მაკროეკონომიკური ჩვენება გაგრძელდა, ჩვენ ველოდებით, რომ კურსი უნდა იყოს სტაბილური და, რა თქმა უნდა, ზემოთ არ უნდა წავიდეს”, - განაცხადა კაკაურიძემ.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი