უკან
მოზაიკა
5 მაისი, 2017 12:00
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია
ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სერბეთში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან ფინალში რუსი ახმეტ ჩაკაევი დაამარცხა (10-9).
ხინჩეგაშვილისთვის ეს უკვე მესამე გამარჯვებაა ევროპის ჩემპიონატზე. მას ასევე მოგებული აქვს 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და 2016 წლის ოლიმპიური თამაშები.
ანა მებურიშვილი