უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში ხვალ იწვიმებს
სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალისთვის ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +13, +18; მთაში +10, +15; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +16, +21; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +7, +12 გრადუსი.
თბილისში ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დროგამოშვებით ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი