უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
მოზაიკა
ზოგიერთ რაიონში ხვალ წვიმას ელიან
სინოპტიკოსები ხვალისთვის, 20 ნოემბრისთვის დასავლეთ საქართველოში წვიმას, აღმოსავლეთში კი, უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია უმეტესად უნალექო ამინდი. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +11, +16; მთაში +7, +12; მაღალ მთაში +4, +9 გრადუსი.
თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. დღის მეორე ნახევრიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +14 გრადუსი იქნება.