უკან
არქივი
რეგიონები
10 სექტემბერი, 2018 12:30
ზუგდიდში სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული ახალშობილი იპოვეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში ახალშობილი იპოვეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ჩვილი სახლის ჭიშკარზე ჩანთით ჩამოკიდებული დატოვეს.
ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ახალშობილის უმწეო მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.