უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

29 აგვისტო, 2017 12:10
font-size

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა.

ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე.

მიუდგომელი კლდის თხემზე აგებული ხიხანის ციხე მე-11-13 საუკუნეებით თარიღდება და მდიდარია ისტორიული წარსულითა და მნიშვნელობით. ციხე მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა: სოფ. თხილვანასა და ბაკოზე გადიოდა საქარავნო გზა ახალციხისკენ, მეორე გზა შავშეთისკენ გა-დიოდა სოფ. კალოთასა და ჩიხურაზე გავლით, ხოლო სოფ. ხიხაძირის გავლით გზა ახალციხე-არტაანიდან ბათუმისკენ მიემართებოდა.

2013 წლიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. სამუშაოების წარმოება ციხის გეოგრაფიული მდებარებისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით მხოლოდ ზაფხულის თვეებში არის შესაძლებელი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ხიხანის ციხის სასახლეს და ციხის ორ კოშკს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად დაწყებულია ხიხანის ციხის არქეოლოგიური შესწავლა.

არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 2013 წელს და დასრულდება მიმდინარე 2017 წელს. არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ გამოიცემა წიგნი ხიხანის ციხის არქეოლოგიური გათხრების შესახებ.

2018 წლისათვის დაგეგმილია ხიხანის ციხის კიდევ ერთი კოშკის რეაბილიტაცია.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად ხიხანის ციხეს ფლობდა აბუსერისძეთა ძლიერი ფეოდალური საგვარეულო, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო XIII საუკუნის ცნობილი მწერალი ტბელი აბუსერისძე. 350 მეტრის სიგრძის ციხეს იცავდა ოთხი სწორკუთხა კოშკი და მძლავრი გალავანი.

XIII საუკუნის შემდეგ, აბუსერისძეთა საგვარეულოს დასუსტებასთან ერთად, ხიხანის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა. თუმცა, ციხე XIX საუკუნის დასაწყისშიც ფუნქციონირებდა. 1815 წელს ხიხანის ციხეში გამაგრდა ოსმალთაგან განდგომილი სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილი. ოსმალებმა ციხე ბრძოლით ვერ აიღეს, თუმცა სელიმ ხიმშიაშვილი ღალატით ჩაიგდეს ხელში და თავი მოკვეთეს.

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი