ეკონომიკა
2024 წლის 6 თვეში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა - „საქსტატი“
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მე-3 კვარტალში 533.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი
9 დეკემბერი, 2025 , 11:55
ინტენსიურად განვიხილავთ სტრატეგიული ჰესების მშენებლობას, რომლებიც დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა მოხმარებას და გაზრდის საექსპორტო შესაძლებლობებს - ინგა ფხალაძე
5 დეკემბერი, 2025 , 12:33
მიმდინარე წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეკონომიკა გადაცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მშპ გადაცდება 10 000 დოლარს - ირაკლი კობახიძე
1 დეკემბერი, 2025 , 11:46
ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
28 ნოემბერი, 2025 , 12:19
მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობა განიხილა
27 ნოემბერი, 2025 , 13:26
გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე საინვესტიციო შესაძლებლობები მიმოიხილა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:20


