პოლიტიკა
    2026-04-01 | 13:55

    პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

    პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

    პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება.

    „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს საგამონაკლისო რეგულაცია დაემატა, რომლის მიხედვით, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

    საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა. პროექტი 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.