უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

16 სექტემბერი, 2018 09:00
font-size

16 და 17 სექტემბერს საქართველოში მცირე ნალექს ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში 16 და 17 სექტმებრისთვის ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +22, +27; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +16, +21 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +26, +31; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.

თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +29 გრადუსი იქნება.

ხვალ, 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +19, +24; მაღალ მთაში +14, +19 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +24, +29; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +13, +18 (ზოგან +24-მდე) გრადუსი.

თბილისში დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +28 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

სწრაფი სესხები

14 ივნისი, 2019 , 14:07

სწრაფი ონლაინ სესხები ქართულ ფინანსულ ბაზარზე საკმაოდ ახალი პროდუქტია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, ძალიან სწრაფად და დღისა თუ კვ

დედა დათვი ბელებით ფშავში

14 ივნისი, 2019 , 11:02

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი „ფეისბუქში“ ავრცელებს დათვისა და ბელების ვიდეოს, რომელიც ფშავის უბანშია გადაღებული. „დედა დათვი ბელებით – გადადიან ყირაზე და უკანა თათებზე დგებიან პატარა ბ

როგორ შევარჩიოთ აუზი აგარაკისთვის - გასაბერი თუ კარკასული?

12 ივნისი, 2019 , 11:17

ზაფხული დადგა, ტემპერატურამ იმატა და მოსახლეობის უმრავლესობა დასასვენებლად აგარაკებისა და სოფლებისკენ გაემართა. სიცხესთან საბრძოლველად ყველაზე ეფექტური საშუალება  წყალია. როდესაც ქალაქის ცხელი ჰავისგან დაღლილს გინდა

“ჩაისუნთქე-ამოისუნთქე” - ქართული კინო შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალზე

10 ივნისი, 2019 , 15:10

15-25 ივნისს აზიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინომოვლენა – შანხაის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის – დიტო ცინცაძის ფ

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა

10 ივნისი, 2019 , 15:10

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში დღეს და ხვალ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლ

გიგანტური კუ ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს

10 ივნისი, 2019 , 13:30

სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გიგანტური კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში, ბუნებრივ გარემოში გაუშვეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წ

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!