მოზაიკა
19 და 20 ნოემბრისთვის საქართველოში მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში 19 და 20 ნოემბრისთვის ცვალებად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, 19 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +11, +16 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +15, +20; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +4, +9 (ზოგან +16-მდე) გრადუსი.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +18 გრადუსი იქნება.
ზეგ, 20 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +19, +24; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +16, +21; მთაში +13, +18; მაღალ მთაში +2, +7 (ზოგან +15-მდე) გრადუსი.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +19 გრადუსი იქნება.