უახლესი ამბები
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
- 30.09.2025 09:44სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
- 30.09.2025 09:23დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა - თეთრი სახლი
- 30.09.2025 08:44ანონსი - 30 სექტემბერი
- 30.09.2025 08:03დღის კალენდარი - 30 სექტემბერი
არქივი
მოზაიკა


აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართა. ბიბლიოთეკა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ჯონი აფაქიძემ, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის ინფორმაციით, ცენტრი დიდი ხანია ახორციელებს სამეცნიერო საქმიანობას და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ დიდი და საინტერესო კოლექცია მოაგროვა.
„მნიშვნელოვანია, რომ კულტურული, ადამიანური ურთიერთობები, სახალხო დიპლომატია მუშაობდეს, საკითხი უნდა იხილებოდეს სამეცნიერო კუთხითაც. ეს არის აუცილებელი ფორმატი იმისათვის, რომ ჩვენ გადავიდეთ ურთიერთობების ახალ ეტაპზე. ჩვენს უნივერსიტეტს აქვს ამის გამოცდილება და გვაქვს ბევრი ახალი იდეა“,- აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
„ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის უდიდესი ნაწილი აფხაზეთიდანაა ჩამოტანილი. მათ შორის არის უნიკალური, მცირე ტირაჟით გამოცემული წიგნები. ჩვენ ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს აფხაზურ მხარესთან. იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოება დაინტერესდება ბიბლიოთეკით,“- განაცხადა თსუ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ.
ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და ლიტერატურის კომისია. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული აფხაზური მხარეც.
ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს აფხაზეთში გამოცემულ ლიტერატურას, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ დოკუმენტებს, მხატვრულ ლიტერატურას ქართულ და აფხაზურ ენებზე, პუბლიცისტიკას, აფხაზურ პრესას. ბიბლიოთეკაში ინახება ბევრი უნიკალური მასალა, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული პირებისათვის.
საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50