უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

2 ნოემბერი, 2017 12:00
font-size

ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად.

,,ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი ანომალურად ცივი ზამთრის შესახებ. ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრები ამინდის გრძელვადიან, ე.წ. სეზონურ პროგნოზებს ამზადებენ და ავრცელებენ საპროგნოზო სეზონის დადგომამდე 10-15 დღით ადრე. ამ ტიპის პროგნოზების შესადგენად გამოიყენება, როგორც რიცხვითი, ასევე ანალოგის მეთოდები. ევროპის და დასავლეთ აზიის რეგიონებში არსებული ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სეზონური პროგნოზები დგება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და ამერიკის პროგნოსტიკული ცენტრების მოდელების საფუძველზე.

ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს მომავალი ზამთრის ანომალურობის შესახებ ინფორმაცის დასადასტურებლად. სხვადასხვა წყაროებით გავრცელებული პროგნოზი შესაძლოა მხოლოდ ცალკეულ მეცნიერთა ვარაუდს წარმოადგენდეს, შესაბამისად მათი ოფიციალურ წყაროდ გამოყენება შეუძლებელია.

მიმდინარე წლის 20-23 ნოემბერს ხორვატიაში ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის ფორუმი გაიმართება, რომელშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელიც მიიღებს მონაწილეობას. ამ ფორუმზე მომზადდება 2017-2018 წლის ზამთრის სეზონში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. საქართველოში ზამთრის პერიოდში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ფორუმზე მიღებული ინფორმაცია განთავსდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე (nea.gov.ge) და გავრცელდება მასმედიის საშუალებებით. საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებული ამინდის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგნოზებით“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა

17 ივნისი, 2025 , 10:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის”  ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოე

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა

13 ივნისი, 2025 , 13:56

თბილისში ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი ZEG გაიხსნა. ღონისძიება 2025 წელს მეხუთედ იმართება. როგორც „მედიანიუსს“ ZEG-ის თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ განუცხადა, გასული 4 ფესტივალისაგან განსხვავებით

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა

30 მაისი, 2025 , 13:13

საქველმოქმედო ფონდ „ცხოვრება მშვენიერიას“ მოწვევით საქართველოს იტალიური კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი სიმონა კავალარი ესტუმრება. ლეგენდარული სერიალის -- „რვაფეხას“ -- ვარსკვლავი თბილისში 31 მ

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს

23 მაისი, 2025 , 16:36

მსოფლიო კრივის ამერიკელი ლეგენდა როი ჯონსი საქართველოშია. ის თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში პროფესიონალურ კრივში გასამართ მსოფლიო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრება. ღონისძიება პროფესიონალური კრივის კავშირისა და “Worl

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა

19 მაისი, 2025 , 08:30

თბილისმა საქართველოს ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლა. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართა. ლეგენდების მატჩის ორგანიზატორი იყო კომპანია „Sports O

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა

6 მაისი, 2025 , 12:50

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “თბილისი რიტმი”  4 მაისს ვირტუოზი კუბელი პიანისტის, რობერტო ფონსეკას კონცერტით გაიხსნა. მან თავის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ახალი ალბომი “L