უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
მოზაიკა


ბაირონი რომ ქართველი ყოფილიყო - პაატა და როსტომ ჩხეიძეების ახალი თარგმანის განხილვა
ლიტერატურული საზოგადოება კარგად იცნობს მათ თარგმანებს და ისიც კარგად უწყის, რომ წარწერა - თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა - ერთგვარი „სამარკო ნიშანიც“ არის, მაუწყებელი იმისა, რომ ძალზე მნიშვნელოვან ტექსტთან გვაქვს საქმე. ასე იყო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა ინგლისურენოვან ლიტერატურაზე წვდომა ნაკლებად ჰქონდა მკითხველს და იმდროინდელმა ახალგაზრდებმა, ჩასაფრებულნი რომ ელოდნენ რკინის ფარდის მიღმიერი სამყაროდან შემოღწეულ შედევრებს, კარგად უწყოდნენ, რომ რაც ამ ორი მთარგმნელის ხელიდან გამოდიოდა, ძალზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა დასავლურ ლიტერატურაში და თავის კვალს უთუოდ დააჩნევდა ჩვენს სამწერლო პროცესებსაც.
და აი, იმ ძლიერი კულტურული შტოს წარმომადგენლებმა, ოთარ ჩხეიძის ლიტერატურული მემკვიდრეობა რომ ჰქვია, თანამედროვე მკითხველს წარუდგინეს ლორდ ბაირონის ეპიკური ქმნილების „დონ ჟუანის“ თარგმანი, რომლის განხილვაც ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების, იმავე ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში გაიმართა.
ჯერ იყო და... თვითონ ოთარ ჩხეიძეს ეცადა მსოფლიო ლიტერატურაში გამორჩეული შემოქმედის ბობოქარი სულის წარმოჩენას თავის ბიოგრაფიულ რომანში „იტალიური დღიურები ბაირონისა“, „დონ ჟუანის“ მიძღვნაც ეთარგმნა და ჩაერთო რომანში, თუმცა იმ მასშტაბური სამუშაოს შესრულება, რასაც ჰქვია ამ გახმაურებული პოეტური თხზულების მთლიანად თარგმნა, ათეული წლების შემდეგ პაატა და როსტომ ჩხეიძეებს უნდა ეთავათ, ეთავათ და აღესრულებინათ კიდეც, კიდევ ერთხელ დაედასტურებინათ ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში ის, რასაც ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ილია ჭავჭავაძე წერდა ბაირონისა და მისი შემოქმედების შესახებ.
მას ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში შემოჰქონდა სამყარო მებრძოლი სულისკვეთების მქონე, ლაღი, თავისუფლებისმოყვარე პოეტისა, რომელსაც „კალმის ნაცვლად მეხი ეპყრა ხელთ და ცრემლების ნაცვლად ტყვიები სცვიოდა“. აკი სწორედ ილიას დაეკავშირებინა ნიკოლოზ ბარათაშვილი ბაირონის სახელთან და ამით მისი შემოქმედების საზღვრებიც გაეფართოებინა.
სწორედ ამ თემით გახსნა მაია ჯალიაშვილმა შეხვედრა და ვიდრე მომხსენებელი ბელა წიფურია (ვინც თავისი ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების გარდა, ორატორული ხელოვნებითაც გამოირჩევა) მისთვის ჩვეული საინტერესო წიაღსვლებით მიმოიხილავდა თარგმანს, საგანგებოდ აღნიშნა მთარგმნელთა მიერ წიგნისათვის დართული წერილი, სადაც განმარტებულია, როგორ ცდილობდნენ ისინი მოეძიებინათ ზუსტი შესატყვისი ფორმა ამ რთული პოეტური ქმნილებისა და, საბოლოოდ, ქართულ მთარგმნელობით ტრადიციებსა და საკუთარ ოსტატობაზე დაყრდნობით შექმნეს პროზაული თარგმანი „დონ ჟუანისა“, თამამად რომ შეგვიძლია ვუწოდოთ პოეტური პროზა, ერთგვარი თეთრი ლექსი, რომელსაც, მართალია, არ აქვს რითმა, მაგრამ ინარჩუნებს თავისებურ რიტმს. ეს რიტმი განსაზღვრავს კიდეც მის პოეტურ სტრუქტურას, ენობრივ ქსოვილთან ერთად.
მოგვიანებით, როცა ბელა წიფურია საგანგებოდ ისაუბრებს ამ თემაზე, იტყვის, რომ რიტმით, რეფრენებით, ალიტერაციებით, ლექსიკური თავისებურებებითაც ეს ტექსტი სწორედ პოეტური თხზულების თვისებებს ავლენს და მთარგმნელებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მიზანს - შენარჩუნებულიყო კავშირი რომანტიკულ ეპოქასთან, მე-19 საუკუნეში რომანტიკოსთა მიერ დამკვიდრებულ ლექსიკურ ტრადიციებთან, და ამავე დროს ეს ყველაფერი თანამედროვე ელფერითაც აღბეჭდილიყო. არქაული ენისა და სკაბრეზული პასაჟების მონაცვლეობით მათ შეძლეს ორი საუკუნის წინანდელი სურნელით გაჯერებული ტექსტი მარადიულად თანამედროვეც ყოფილიყო.
ამიტომაც გაიხსენა შეხვედრაზე დალილა ბედიანიძემ ცნობილი აზრი: კარგმა თარგმანმა უნდა გაფიქრებინოს, ავტორი რომ ქართველი ყოფილიყო, ასე დაწერდაო. მისი თქმით, პაატა და როსტომ ჩხეიძეების ერთობლივი ნამუშევრები, საერთოდ და კერძოდ ეს თარგმანიც, სწორედ ასეთ განცდას გვიქმნის.
ქალბატონმა ბელამ კი თავის გამოსვლაში თვითონ ნაწარმოებისა და მისი ავტორის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯორჯ გორდონ ბაირონი ძალზე დიდი სახელია მსოფლიო ლიტერატურაში, განსაკუთრებით მოდერნულ ეპოქასთან მიმართებით, როდესაც გლობალური კულტურული პროცესები და მათი მიმოცვლა ევროპულ ქვეყნებს შორის მეტად აქტიურ სახეს იღებს. შესაბამისად, ეს თხზულება არ გახლავთ მხოლოდ სათავგადასავლო ტექსტი - დონ ჟუანის თავს დატრიალებული თავბრუდამხვევი ამბების პარალელურად, ის გლობალური პროექტიც არის, განხორციელებული ბაირონის მიერ, კაცობრიობის იმ ამბიციის დეკლარირება, უკვე მე-19 საკუნის დასაწყისში რომ იჩენს თავს და აცხადებს კულტურული და გეოგრაფიული ერთიანობის პრეტენზიას.
- ჯორჯ ბაირონი, ვინც ამ სათავგადასავლო თხზულებით თავისი ხმა შეაწია ხსენებულ პროცესებს, თვითონაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმდროინდელ მოვლენებში, რადგან იგი არა მხოლოდ კულტურული, პოლიტიკური ფიგურაც გახლდათ. მისი პოლიტიკური საქმიანობა, საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩართვა, დაუსრულებელი მოგზაურობები და ყველა ქვეყანაში საკუთარი ხმის გაჟღერება გულისხმობს, რომ ბაირონი დიპლომატიც იყო, იმხანად ევროპის ყველაზე გამორჩეული ფიგურა, რომელსაც მსოფლმხედველობრივი ცვლილებები შეჰქონდა ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებასა და ცნობიერებაში.
შეხვედრაზე „დონ ჟუანის“ მთავარ გმირზეც ბევრი ისაუბრეს და მისი ადგილიც განსაზღვრეს მსოფლიო ლიტერატურულ პერსონაჟთა გალერეაში. გაიხსენეს პაატა და როსტომ ჩხეიძეების სხვა თარგმანებიც, მათ შორის ანგლოსაქსური ეპოსი „ბეოვულფი“, უილიამ ფოლკნერის საუბრები, ტომას ელიოტის, ვირჯინია ვულფისა თუ სხვა არაერთი ინგლისელი და ამერიკელი მწერლის ესეები, კურტ ვონეგუტის პიესა „დაბადების დღეს გილოცავთ ვანდა ჯუნ!“ და სხვა. კიდევ ერთხელ შეაფასეს მათი როლი და ღვაწლი ჩვენს სამწერლო პროცესებში და დასძინეს, რომ ქართველ მკითხველს ძალიან გაუმართლა, როცა „დონ ჟუანის“ თარგმნას ხელი სწორედ პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა მოჰკიდეს. ამ გამომსვლელთა შორის იყვნენ ნიკოლოზ სანებლიძე და ლადო ჭელიძეც.
შეხვედრაზე სიტყვა როსტომ და პაატა ჩხეიძეებმაც წარმოთქვეს, ისაუბრეს თარგმნის პროცესზე, როგორც საერთოდ, ისე უშუალოდ „დონ ჟუანის“ ირგვლივ, ასევე თვითონ ბაირონზე, ამ წიგნის მნიშვნელობაზე, ოთარ ჩხეიძეზე, ვინც შთააგონათ ამ ეპოსის ამეტყველება ქართულად. საბოლოოდ მადლობა გადაუხადეს შეკრებილთ და ასე შეკრეს საღამო, რომელიც გამორჩეულად ჩაეწერება ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და ჟურნალ „ჩვენი მწერლობის“ შეხვედრათა გალერეაში და თავის სიტყვას იტყვის თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებშიც.
საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50