უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
არქივი
მოზაიკა
ყინვა, თოვლ-ჭყაპი და ნისლი - საქართველოში უამინდობა გრძელდება
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში ხვალისთვის ნალექს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი თოვლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +6, +11; მთაში +3, +8; მაღალ მთაში 0, +5 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტეს რაიონში ნავარაუდევია ნალექი უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +0, +5; მთაში -1, +4; მაღალ მთაში -7, -2 გრადუსი.
თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. მოსალოდნელია მცირე თოვლ-ჭყაპი და ნისლი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +3 გრადუსი იქნება.