უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
მოზაიკა


ქართული კულტურის განვითარების გზები და რუსთაველი - პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიურ თხზულებათა მესამე ტომი -
სათაურად ამ ჟურნალისტური ჩანაწერისა შერჩეულია სახელწოდება პავლე ინგოროყვას მონოგრაფიის `შოთა რუსთაველი (1166-1250)~ მეორე კარისა, რომელიც პირველ კართან _ `საქართველოს ისტორიული წარსული~ _ ერთად არსებითად განსაზღვრავს ამ წიგნის რანგს, მასშტაბსა და მნიშვნელობას.
ამ ორ კარშია ჩაწურული ის მონაპოვარი, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კულტურულ-საგანმანათლებლო ასპარეზზე შუა საუკუნეებამდე და კიდეც მონაწილეობდა მსოფლიო-ისტორიულ პროცესებში.
საერთოდ კი მონოგრაფიაში ხელშესახებადაა გადაშლილი მკითხველის თვალწინ საქართველო, როგორც დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციათა თავისებური სინთეზური მოვლენა, რომლის უმაღლეს მწვერვალადაც წარმოდგა შოთა რუსთველის ეპიკური ქმნილება `ვეფხისტყაოსანი~, როგორც ნაყოფი მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და თვალნათლივი ანარეკლი ამ სინთეზისა.
მონოგრაფიაში გამოყენებულია ის მიგნებანი, მოსაზრებანი და დასკვნები, რასაც პავლე ინგოროყვამ მიაკვლია და დაადასტურა `რუსთველიანასა~ და `რუსთველიანას ეპილოგში~, ოღონდ, ცხადია, შევსებულია ახალი დაკვირვებებითაც და, რაც მთავარია, ეს ყოველივე კიდევ უფრო მკვეთრადაა განზოგადებული და მასშტაბური ხედვის შუაგულში მოქცეული, უმნიშვნელოვანეს მეცნიერულ დასკვნებს მყარ საფუძველს რომ უქმნის შოთა რუსთველის ბიოგრაფიული ქარგა _ `ვეფხისტყაოსნიდან~ ამოზიდული პოეზია და სინამდვილე, გამიჯნული და თავთავისებურად განსჯილი, ისტორიული რეალობის ანარეკლი საგულისხმო გასაღებს რომ გვაწვდის ეპოქის ხასიათსა და ეპიკოსის ცხოვრებისათვის თვალის მისადევნებლად.
შეიძლება ითქვას, `შოთა რუსთაველი~ ერთგვარ გვირგვინად ადგას `რუსთველიანასა~ და `რუსთველიანას ეპილოგს~, თავდაპირველად ბიოგრაფიული ესკიზის სახე რომ ჰქონდა, `ვეფხისტყაოსნის~ შექმნიდან 750 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოცემათა შორის რომ მოათავსებდნენ.
მოგვიანებით საგრძნობლად შეივსებოდა, ოღონდ ცალკე წიგნად გამოქვეყნება აღარ ეღირსებოდა, თუმც ორჯერ გამოჩნდებოდა მკითხველის თვალსაწიერში: 1970 წელს _ პავლე ინგოროყვას მიერ `ვეფხისტყაოსნის~ კრიტიკულად აღდგენილ დედანთან ერთად, და 1978 წელს _ მეცნიერის შვიდტომეულის IV ტომში _ სხვა ნაშრომების გვერდით.
და აი, შევსებული სახით პირველად ეღირსა ცალკე წიგნად დასტამბვა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და `ჩვენი მწერლობის~ მიერ ხორცშესხმულ პროექტში _ დავით გალეგაშვილის თანადგომითა და როსტომ ჩხეიძის რედაქტორობით, იმ გამოცემად, რომლის თარგმნაც საშურია ძირითად ევროპულ ენებზე, რათა დასავლეთისათვის თვალსაჩინო შეიქნას საქართველოს კულტურული მისიაც და უფრო სახიერად გამოიკვეთოს მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც იმთავიდან ამთავამდე.
გეოპოლიტიკური მნიშვნელობა _ სწორედაც კულტურულ მიღწევათა ფონზე!.. თორემ უამისოდ ძალიან ვზარალდებით დასავლეთის თვალში, თითქოს ხელსაყრელი ტერიტორიული მდებარეობის გარდა სხვა არც არაფერი გაგვაჩნდეს.
წიგნს წამძღვარებული აქვს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ივანე ამირხანაშვილის ესეი `ჩვენი ისტორიის ასთვალა არგუსი~, რომელიც სწორედ ამ სულისკვეთებითაა განმსჭვალული _ საქართველოსა და ქართული კულტურის როლი და მისია კაცობრიობის ცხოვრებაში. პავლე ინგოროყვას კი მიუჩენს ადგილს იმ იშვიათ მეცნიერთა შორის, რომელთაც ყველაზე მეტი იცოდნენ, ყველაზე მეტს ხედავდნენ და ყველაზე მეტი ამიტომაც გააცოცხლეს ისტორიის ანალებიდან.
დაერთვის როსტომ ჩხეიძის განმარტება, თუ რატომ დაიბეჭდა დამატებად ამ ტომშიც ის სენსაციური აღმოჩენა, `რუსთველიანას ეპილოგში~ უკვე რომ გამოჩნდა და მარჯვე დეტექტიური ძიების წყალობით იუწყება შოთა რუსთველისა და ცოტნე დადიანის ნათესაობა-მოყვრობას.
რუსთველოლოგიური პროექტის ამ მესამე წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით `მედიანიუსის~ ჟურნალისტს ესაუბრა ივანე ამირხანაშვილი:
`ჩემთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვან გამოცემაში მონაწილეობა. დაწერო წინასიტყვაობა პავლე ინგოროყვას წიგნისთვის, უბრალო საქმე არ გახლავთ. ასეთი რამ ყოველდღე არ ხდება.
პავლე ინგოროყვა ჩვენი თაობის ლიტერატორთა კერპი გახლავთ. ის იყო ჩვენი ნიშანსვეტი, ჩვენი ინტელექტუალური და ზნეობრივი ორიენტირი საბჭოური იდეოლოგიის ზეობის ჟამს. დღემდე ასეა.
ჩვენთვის ეს სახელი მარტო მეცნიერებასთან ან მწერლობასთან კი არ არის გაიგივებული, არამედ ეთიკური გმირობის, სამშობლოსათვის თავდადებისა და სისპეტაკის სიმბოლოა.
ამიტომ ამ ფენომენალურ მეცნიერზე წერა ძნელიც იყო და ადვილიც. ძნელი იმიტომ, რომ შეუძლებელია ბოლომდე მისდიო მას ვირტუოზული კვლევების სიღრმეებსა და თავბრუდამხვევ არგუმენტაციებში; ადვილი კი იმიტომ, რომ მეცნიერული ძიების მთელი ეს სიღრმისეული პროცესი საბოლოო ჯამში უაღრესად საინტერესო, გასაგებ, მარტივ სისტემად ამოდის ზედაპირზე.
რუსთველოლოგიური თხზულებების მესამე ტომი მეცნიერის ხანგრძლივი, დაუცხრომელი შრომის გამორჩეული ნაწილია იმ მხრივ, რომ აქ პირველად ქართველოლოგიის ისტორიაში შეძლებისდაგვარად სრულად და თანმიმდევრულად არის წარმოდგენილი `ვეფხისტყაოსნის~ ავტორის ჰიპოთეტური ბიოგრაფია, რომელიც იმდენად სისტემური და კონსტრუქციულია, რომ ეჭვმიუტანელი სინამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა მონოგრაფიის მესამე კარი _ `ცხოვრება შოთა რუსთაველისა~, რომელშიც არის მტკიცება, რომ შოთა რუსთაველი იყო ჰერეთის ბაგრატიონთა წარმომადგენელი, მფლობელი რუსთავ-ქალაქისა და ერისთავთ-ერისთავი _ არის წყაროებიც; არის მტკიცება, რომ რუსთაველს, `ვეფხისტყაოსნის~ გარდა, დაუწერია პოემა იოსებ მშვენიერზე და თამარის `ქებანი~ _ არის წყაროებიც; არის მტკიცება, რომ დიდი პოეტი განდევნეს სამშობლოდან _ არის წყაროებიც; არის მტკიცება, რომ `ვეფხისტყაოსანში~ ჩადებულია საქართველოს ისტორიულ-პოლიტიკური შიფრი _ არის წყაროებიც.
აღარაფერს ვამბობ რუსთაველის დაბადების თარიღზე, რომელიც თვით იმ საზოგადოებამაც კი აღიარა, რომელსაც პავლე ინგოროყვას სახელის გაგონებაც არ სურდა.
ბოლოს ერთ რამეს დავძენდი, უფრო სწორად, ვისურვებდი, რომ პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიური ოთხწიგნეული რაც შეიძლება ბევრმა წიგნის მოყვარულმა წაიკითხოს, ბევრი ახალგაზრდა გაეცნოს და ეზიაროს ამ ტიტანურ შრომას, რომელიც ამტკიცებს, რომ ქართული მეცნიერული გენია განუმეორებელი, თავისთავადი და მარად ცოცხალი მოვლენაა~.
ერთი ტომის გამოსვლაღა გვაშორებს გამომცემელთა დაპირების აღსრულებისაგან:
შოთა რუსთველის დაბადებიდან 850 წლის აღსანიშნავად 2016 წელსვე მოთავებულიყო პავლე ინგოროყვას რუსთველოლოგიურ თხზულებათა ოთხტომეული.
საკვანძო სიტყვები:

ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50

თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56

საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13

საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36

თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30

რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50