უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

9 თებერვალი, 2018 09:00
font-size

საქართველოში დღეს მცირე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები საქართველოში დღეისთვის ღრუბლიან ამინდს და მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის პირველ ნახევარში ზოგან ძლიერი 20-25 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +12, +17; მთაში +12, +17; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია მცირე წვიმა და ნისლი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში, დღის პირველ ნახევარში გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი 17-22 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +8, +13; მთაში +8, +13; მაღალ მთაში -2, +3 (ზოგან +9-მდე) გრადუსი.

თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 5-10 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +9 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა