უახლესი ამბები
არქივი
მოზაიკა
საქართველოში ხვალ მცირე ნალექს ელიან
სინოპტიკოსები საქართველოში ხვალისთვის არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +21, +26; მთაში +20, +25; მაღალ მთაში +15, +20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე, დღის მეორე ნახევრიდან ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +19, +24; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +8, +13 გრადუსი.
თბილისში ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +23 გრადუსი იქნება.
ნინო ექვთიმიშვილი