უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

26 მარტი, 2018 15:30
font-size

საქართველოში ხვალ მცირე ნალექს ელიან

საქართველოში ხვალ სინოპტიკოსები მცირე ნალექს პროგნოზირებენ.

დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +20, +25; მთაში +17, +22; მაღალ მთაში +5, +10 გრადუსი.

დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც. ზოგიერთ რაიონში ნავარაუდევია წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 9-14 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +14, +19; მთაში +11, +16; მაღალ მთაში +3, +8 (ზოგან +15-მდე) გრადუსი.

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. შესაძლებელია მცირე წვიმა. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 7-12 მეტრი/წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი, დედაქალაქში +16 გრადუსი იქნება.

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა