უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

20 ივლისი, 2017 09:00
font-size

ზოგიერთ რაიონში დღეს მცირე წვიმას ელიან

სინოპტიკოსები დღეისთვის საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე წვიმას პროგნოზირებენ.

როგორც მედიანიუსს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, დასავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის მოსალოდნელი ტემპერატურაა: დაბლობში +27, +32; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტემპერატურა იქნება: დაბლობში +32, +37; მთაში +27, +32; მაღალ მთაში +23, +28 გრადუსი.

თბილისში ღამით შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დღე კი, უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში. ჰაერის ტეპერატურა კი დედაქალაქში +36 გრადუსს მიაღწევს.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი (ვიდეო)

19 იანვარი, 2019 , 17:42

5 მილიარდერის ყველაზე გიჟური შენაძენი - დილის ტალღა