სოცმედია
    2026-07-24 | 12:04

    შემზარა ამ ტექსტმა, ამ საკადრომ, ეს რა მოსვლია თამარ ურუშაძეს - ვიკა ბუკია

    შემზარა ამ ტექსტმა, ამ საკადრომ, ეს რა მოსვლია თამარ ურუშაძეს - ვიკა ბუკია

    ჯურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

    “შემზარა ამ ტექსტმა, ამ საკადრომ. ეს რა მოსვლია თამარ ურუშაძეს. ეს რა უქნა ივანიშვილმა ერთ დროს ღირსეულ ადამიანს, ძალიან კარგი გოგოს. ახლა ზის ეთერში და 17 წლის ბავშვის ცხედარს შეურაცხყოფს -ამხელა ტრაგედია დატრიალდა და ლელოს წევრის მეჯვარე იყოო - გაიძახის. ნინო შუბლაძე ვისი მეჯვარე იყო? ან ხათუნა ბერძენიშვილი ვისი პადრუგა? შენ ვისი მეგობარი იყავი, ურუშ - ისიც ჩამოთვალე.

    საზოგადოებისთვის არანაკლებ საშიშები ხართ თქვენ, პროპაგანდისტებო. იარაღი არ გიჭირავთ და ისე ანადგურებთ ადამიანებს.

    დაღუპული ბავშვის სახელს ვინც ასე იყენებს - ისიც საშიშია საზოგადოებისთვის.

    Tamar Urushadze ვერც ეს ტრაგედია გაკავებს ეს არ იკადრო? რატომ? რა ხდება მანდ? იქნებ რამე გიჭირს? რა ჯანდაბაა ეს? რატომ უკეთებ ამას შენს თავს? ყველაფერს ვგლოვობ, ამ ბავშვს, ამ საკადროს, ქვეყანას და ჩემს ძველ მეგობრებს”.